Monday, May 18, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე  იყო განსაკუთრებით  ეფექტური,  საინტერესო  იყო  თითოეული  კოლეგის  მიერ  წარმოდგენილი  პრეზენტაცია.კორექტულად  შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევრები, მოვახდინეთ  რეფლექსია. საკუთარი  თვითშეფასებისას  გამიჩნდა  ცოტათი  უკმარისობის  გრძნობა, ვფიქრობ კარგი  იქნებოდა  პროფესიული  ზრდისთვის ასეთი  სამუშაო  გარემოს ხშირად  შექმნა.
უღრმესი  მადლობა  ტრენინგის  ხელმძღვანელს, პროფესიონალიზმისათვის,  გულისხმიერებისათვის  და  იმ  დადებითი  ატმოსფეროს  შეფმნისათვის,  რომელშიც  მოგვიწია  მუშაობა.

Saturday, May 16, 2015

ტრენინგის მერვე დღე

  ტრენინგის  მერვე  დღე იყო  მაქსიმალურად  დარვირთული, მოვიმკით  შრომის  შედეგები. დავასრულე  გაზეთზე  და  ბუკლეტზე   მუშაობა,  დავასრულე  ყველა  სამუშაო  და  ავტვირთე   ჩემს  ბლოგზე.ვისწავლე  როგორ  მოვახდინო  პროექტის  ფასილიტაცია.     

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ბუკლეტი

გაზეთი

Wednesday, May 13, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, ჩამოვტვირთე ფაილი და შევიტანე ცვლილებები გეგმაში.
დავასრულე და ბლოგზე გამოვაქვეყნე მოსწავლის პრეზენტაცია. 

ვიდეო რგოლი „დედა ენა“